ირანში, 63 ქალაქში, მასობრივი, საყოველთაო გაფიცვაა

ირანში სამდღიანი საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. ქვეყნის სამოცდასამ ქალაქში კომბინატები, ქარხნები, საწარმოო მაღაზიები, სახელოსნოები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, სატრანსპორტო კომპანიები, უნივერსიტეტები, სკოლები დაიხურა.

გაფიცვის ტალღამ მოიცვა თეირანი, ისპაჰანი, რაშტი, გოჰარდაშტი, შაჰინშაჰრი, ფარდისი, სადრა, შირაზი, კორვეჰი, ილამი, მაროდაშტი, მაჰაბადი, ბანე, აშნოე, ბუკანი, ჰამედანი, ბანდარ აბასი, დეზფული, აბდანანი, ჩაბაჰარი, მაშჰადი, ბეჰბაჰანი, შირაზ, კამიარანი, საქკეზი, კამიარანი, ნაჯაფაბადი, არაკი, თავრიზი, იაზდანშაჰრი, ჯამი, შაჰრიარი, სარი, გარმსარი, ნობანდიანი, კაზრონი, ჯავანრუდი, რავანსარი, ზარინშაჰრი, ლაჰიჯანი, სანანდაჯი, კერმანშაჰი, კერმანი, მარივანი, ურმია და ბანდარი და ისლამური რესპუბლიკის სხვა ქალაქები.

ნავთობის მუშაკთა პროტესტის საორგანიზაციო საბჭოს ცნობით, მაჰშაჰრის ნავთობქიმიური ტანკებისა და ტერმინალის კომპანიის მუშები მაჰშაჰრში გაფიცულები არიან.

ამრიგად, ნავთობქიმიური კომპლექსებისთვის საჭირო პროდუქციისა და ნედლეულის გადაზიდვა მთლიანად შეჩერდა. მაჰშარის ტერმინალის დახურვამ ასევე გამოიწვია მრავალი სხვა ბიზნესის შეფერხება ირანის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

ასევე გაფიცულები არიან ისპაჰანის დიზიჩე ცემენტის ქარხნის მუშები, სეპაჰან შეჰრის მუნიციპალური მუშები, ისპაჰანის უდიდესი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები.

ირანელი სტუდენტების ცნობით, ისლამური რესპუბლიკის მუშებმა და მეწარმეებმა მხარი დაუჭირეს სტუდენტების მოწოდებას სამდღიანი გაფიცვის შესახებ 5, 6 და 7 დეკემბერს. მისი ბოლო დღე შემთხვევით არ შეირჩა, რადგან ირანში 7 დეკემბერს დიდი ხანია სტუდენტების დღეს აღნიშნავენ. შაჰის დროიდან ამ დღეს მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება.

ახლა ირანელი ახალგაზრდები აქტიურად ემზადებიან 7 დეკემბერს დაგეგმილი ყველაზე მასშტაბური ეროვნული მანიფესტაციისთვის.

ეკა უკლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *