საუდის არაბეთი აზიელი და ევროპელი მყიდველებისთვის ნავთობის ფასებს შეამცირებს
საუდის არაბეთი იანვარში შეამცირებს ფასებს ნავთობის უმეტესი კლასისთვის აზიისა და ევროპის მყიდველებისთვის, მაგრამ აშშ-ში ფასები უცვლელი დარჩება (ზედიზედ მეორე თვე).
ინფორმაციას Bloomberg Saudi Aramco-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამრიგად, ძირითადი კლასის Arab Light-ის ღირებულება მომავალ თვეში 2,2 დოლარით დაეცემა ბარელზე.
Aramco-ს გადაწყვეტილება მიღებულია ერთი დღის შემდეგ, რაც OPEC+-მა, 23 ქვეყნის ჯგუფმა საუდის არაბეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა ნედლი ნავთობის წარმოება იმავე დონეზე შეენარჩუნებინა.
გიორგი არაბული