,,მაგთი” აქტივების და კაპიტალის კლების მიუხედავად, მოგებას 22%-ით ზრდის

ფინანსური ანგარიშის მიხედვით 2021 წელს, წინა წელთან შედარებით მაგთის შემოსავალი 12.6%-ით 513.9 მლნ ლარამდე გაიზარდა.

კომპანიამ 4.7%-ით 252.7 მლნ ლარამდე გაზარდა გაყიდვების თვითრირებულებაში გადახდილი თანხა. შესაბამისად კომპანიის მთლიანმა მოგებამ 261.2 მლნ ლარი შეადგინა,რაც 21.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

მიუხედავად შემოსავლის ზრდისა, აღნიშნულ პერიოდში კომპანიას შეუმცირდა როგორც აქტივები,ისე კაპიტალი (იხილეთ ცხრილი).

2021 წელს კომპანიის აქტივებმა 948.3 მლნ ლარი, ხოლო კაპიტალმა 834.6 მლნ ლარი შეადგინა.

2021 წლის მდგომარეობით კომპანია ასაქმებდა 1721 ადამიანს.ამავე პერიოდში კომპანიამ ხელფასებზე 47.2 მლნ ლარი დახარჯა.

კომპანია დაფუძვნდა 1996 წელს. კომპანიის მესაკუთრეები არიან International Telcell Cellular, LLC, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია („International TC LLC”), რომელიც ფლობს კომპანიის 51%-ს და Telcell Wireless LLC, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია („Telcell Wireless“), რომელიც კომპანიაში 49%-იან წილს ფლობს. კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანიაა International TC LLC, ხოლო კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი –  გიორგი ჯოხთაბერიძე.

შპს მაგთიკომი20212020%
შემოსავალი513.9456.212.6
თვითღირებულება(252.7)(241.34.7
მთლიანი მოგება261.2214.921.5
აქტივები948.31.159-18
კაპიტალი834.6970.3-14

თანხა მლნ ₾

წყარო: GBC.GE

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *