Volkswagen-მა თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის წარმოება და გაყიდვა შეწყვიტა
თურქეთში გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen Passat-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის წარმოება და გაყიდვა ჩერდება.
ამის შესახებ Volkswagen-ი იუწყება.
განცხადების შემდეგ, Volkswagen Passat-ის სედანი ვერსია თურქეთში სიებიდან ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ ბრენდები, რომლებმაც ბოლო დროს სულ უფრო მეტი ინვესტიცია მოახდინეს ელექტრომობილებში, სათითაოდ უარს ამბობენ ძველ პოპულარულ მოდელებზე.
გიორგი არაბული